მაინცდამაინც კარგი ინფორმაცი არ მაქვს ყოფილ ელჩზე- ირაკლი კობახიძე

01.07.22 17:42
მაინცდამაინც კარგი ინფორმაცი არ მაქვს ყოფილ ელჩზე- ირაკლი კობახიძე

დიპლომატიურ სკანდალში გახვეული ხელისუფლება დემარშით წასულ საფრანგეთის ელჩს უპირისპირდება. მაინცდამაინც კარგი ინფორმაცია არ მაქვს მასზე- აცხადებს პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საზოგადოებას იქვე დამატებით ამცნობს, რომ თეა კატუკიას საქმიანობით თავად მისი წარმდგენი, საქართველოს პრეზიდენტი, უკმაყოფილო იყო.

ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მასზე, მაინცდამაინც კარგი არ არის ეს ინფორმაცია, მათ შორის, თავად მისი წარმდგენიც, სალომე ზურაბიშვილი, უკმაყოფილო იყო მის მიერ გაწეული საქმიანობით და არ ელაპარაკებოდა საერთოდ მას - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეა კატუკიამ ვერ დაიცვა ქვეყნის ინტერესები - საგარეო უწყება ყოფილ ელჩს წერილით პასუხობს. ილია დარჩიაშვილის სამინისტრო არ მალავს, რომ ჩვენი ქვეყნის ელჩთან სამინისტროს უთანხმოება ჰქონდა, თუმცა რატომღაც კვალიფიკაცია ხელისუფლებამ დიპლომატს ორწლიანი მუშაობის შემდეგ და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე დაუწუნა.

საფრანგეთის ყოფილი ელჩი კი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა მუდმივმა ზეწოლამ და კლანურმა პოლიტიკამ გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები