წერეთელმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი - ირაკლი კობახიძე

01.07.22 17:57
წერეთელმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი - ირაკლი კობახიძე

თავდასხმა "ტვ პირველის" დამფუძნებელზე - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ანრი ოხანაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის მანდატის შეჩერება "აბსურდია". 

მანდატების დატოვებაზე საუბარი აბსურდია, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მისივე მტკიცებით, ვატო წერეთელმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი. 

კანონისა და ეთიკის ფარგლებში და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. ეს არის და ეს.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს. 

მსგავსი სიახლეები