იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სალომე სამადაშვილი
ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ახალ ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილი იყო მიშელის დოკუმენტში, რომლის პირობებიც ხელისუფლებამ დაარღვია.
სალომე სამადაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, არ შეყვეს ხელისუფლებას უაზრო თამაშში.
დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას.
12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მინოტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა.
ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს. - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა