ორგანიზებული თავდასხმა "ტვ პირველის" დამფუძნებელზე - ვატო წერეთელმა პროკურატურას მიმართა
"ტვ პირველის" დამფუძნებელი პროკურატურას მიმართავს - ვატო წერეთლის საჩივარი გამოძიების დაწყების მოთხოვნით შოთაძის უწყებას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.
გადაწყვეტილება "ტვ პირველის" მფლობელმა შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო. დიპლომატები თავდასხმის შესახებ დამატებით ინფორმაციას უშუალოდ დაზარალებულისგან ისმენდნენ.
პროკურატურა, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაუყოვნებლივ აღეძრა საქმე, მეორე დღეა დუმს.
ჩვენ ვნახეთ, რომ პროკურატურამ ფეხზე დაიკიდა, მომხდარი ფაქტი. მე შევიტანე სარჩელი - ვითხოვ გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას.
საელჩოს წარმომადგენლებს შევხვდი, ჩვენ გავცვალეთ აზრები. ისინი გაოგნებულები არიან - ასეთი რამ აქ არ მომხდარაო.
მე მათ მკაფიოდ ვუთხარი - უნდა გამოაქვეყნონ კადრები, იმიტომ რომ ეს არ უნდა იყოს ხალხის წახალისება"- აცხადებს წერეთელი.
"ტვ პირველის" დამფუძნებელი ყველა იმ დამნაშავის დასჯას მოითხოვს, ვინც გუშინ მასზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. ჯგუფური კრიმინალური ანგარიშსწორების ორგანიზატორი ანრი ოხანაშვილია. მასთან ერთად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ქუჩურ გარჩევაში ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.