დადასტურებულია - "ოცნება" 3 ივლისის აქციის საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს ახვედრებს
საჯარო მოხელეების უპრეცედენტო მობილიზება სამი ივლისის აქციის მხარდამჭერების წინააღმდეგ - დადგენილია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც რეგიონებში მოსახლეობასთან ჩასულ ოპოზიციის წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უპირისპირდებოდა.
ფოთში გიგი უგულავას სიტყვიერ შეურაცხყოფას ფოთის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები აყენებდნენ. ასეთია ზაალ კვინჩია, საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან", მის თანმხლები პირი, ვინც აგრესიულობით გამოირჩეოდა, ბექა მორჩილაძე.
"პირველების" კამერამ გადაიღო მერიის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელი - რუსუდან კაპანაძე, ის მის შვილთან ერთად დასდევდა მშვიდად მოსიარულე ოპოზიციონერებს. შვილიც აიპშია დასაქმებული.
ფოთის საკრებულოსთან ერთად, მერიის თანამშრომლებიც მოაბილიზეს, ილია მაჩიტაძე საათების განმავლობაში იმყოფებოდა ბაზარში. პროვოკატორები უგულავას და მის თანმხლებებს მონებს, მანიაკებს და მკვლელებს ეძახდნენ.
ფოთის ბაზარში ხელისუფლებამ ადგილობრივი მაღალჩინოსნებიც გააგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილი და მრჩეველი ზვიად დგებუაძე.
ხმაური მხოლოდ ფოთის ბაზარში არ ყოფილა - კახეთში ჩასულ ოპოზიციის ლიდერებს ადგილზე პროვოკატორები დაახვედრეს იმის სათქმელად, რომ "ასეთი ევროპა არ გვინდა". ბოლოს, "ოცნების" მიგზავნილმა პროვოკატორებმა 3 ივლისის აქციის ბანერები დახიეს.
ოპოზიციასთან ერთად ქალაქ-ქალაქ დადის სამოქალაქო საზოგადოებაც. ჩხოროწყუში ევროპის სიკეთეებზე სალაპარაკოდ ჩასულ მსახიობებსაც პროვოკატორები დაახვედრეს.