ვატო წერეთელმა უნდა დაიცვას თავისი უფლებები ქართული სამართლებრივი სისტემის გარეთ - სამადაშვილი

02.07.22 11:30
ვატო წერეთელმა უნდა დაიცვას თავისი უფლებები ქართული სამართლებრივი სისტემის გარეთ - სამადაშვილი

ორგანიზებული თავდასხმა "ტვ პირველის" დამფუძნებელზე - ოპოზიცია ამბობს, რომ ძალადობა "ქართული ოცნების" ხელწერაა.

სალომე სამადაშვილის თქმით, რადგან თავდასხმა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, მან არ იცის ეს ვატო წერეთელისთვის შესაძლებლობებს აჩენს თუ არა.

„ძალადობა არის ქართული ოცნების ხელწერაა. მე არ ვიცი რამდენად იმოქმედებს ამ პროცესზე ის, რომ დანაშაული ჩადენილია აშშ- საელჩოს ტერიტორიაზე და შესაბამისად ეს რა შესაძლებლობებს აჩენს დაზარალებულისთვის, ანუ ვატო წერეთელისთვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები ქართული სამართლებრივი სისტემის გარეთ. იმ სამართლებრივი სისტემის, რომელიც მიტაცებულია ივანშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ“. - ამბობს სალომე სამადაშვილი.
 

"ტვ პირველის" დამფუძნებელმა პროკურატურას უკვე მიმართა.

გადაწყვეტილება "ტვ პირველის" მფლობელმა შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ყველა იმ დამნაშავის დასჯას მოითხოვს, ვინც გუშინ მასზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. ჯგუფური კრიმინალური ანგარიშსწორების ორგანიზატორი ანრი ოხანაშვილია. მასთან ერთად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ  ქუჩურ გარჩევაში ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.  

მსგავსი სიახლეები