ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკით, საქართველოს ხელისუფლებამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო - ჯონ ჰერბსტი
საქართველოს ხელისუფლება უფრო ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებით არის დაკავებული, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასე „ატლანტიკური საბჭო“ სარმოამდგენელი ჯონ ჰერბსტი აფასებს.
ვაშინგტონში ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ნიშვნელოვანი პროგრესის შესაძლებლობა ვერ გამოიენა, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში ხელისუფლებას ამის შეცვლა შეუძლიათ.
საქართველოს პრობლემა დემოკრატიული უკუსვლაა, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ. იმ დონემდე, რომ მაღალი რანგის ოფიციალური პირები ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ბრაზობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების ფონზე ზოგად დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკით საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ჩააყენა მდგომარეობაში, სადაც უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო. მაგრამ ეს არ არის საბოლოო მარცხი. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს გადახედოს დემოკრატიის ამ დარღვევებს, ალბათ, ამის გამოსწორება შეუძლია, მაგრამ, ემ ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებულები, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებით“. - აცხადებს ჯონ ჰერბსტი.