აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ 12 პუნქტის შესრულება შეძლოს - ჯაფარიძე დეიმონ ვილსონს შეხვდა
შეერთებული შტატები ცალსახად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს 12 პუნქტის შესრულება - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ 12 პუნქტის შესრულების მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ცალსახად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს 12 პუნქტის შესრულება“. - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი დილიდან ოპოზიციას ხვდება.