ივანიშვილთან დაკავშირებით, ციფრებით გვქონდა საუბარი - ვაშაძე დეიმონ ვილსონს შეხვდა

02.07.22 13:56
ივანიშვილთან დაკავშირებით,  ციფრებით გვქონდა საუბარი - ვაშაძე დეიმონ ვილსონს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, გვქონდა ციფრებით საუბარი - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დეიმონ ვილსონმა ცალსახად აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაცია არის მოთხოვნა.

„მან თქვა რომ დეოლიგარქიზაცია არის მოთხოვნა, ძალიან ცალსახა და ეს უნდა მოხდეს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, გვქონდა ციფრებით საუბარი, რომ მისი ქონება არის 30% საქართველოს შიდა პროდუქტის. გაცილებით უფრო რთული ვითარება გვაქვს საქართველოში, ვიდრე რუსეთში, სადაც ყველა ოლიგარქი, ერთად აღებული რუსეთის ეკონომიკის მხოლოდ 20 პროცენტს ფლობენ“. - თქვა გიორგი ვაშაძემ.

დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი დილიდან ოპოზიციას ხვდება.  
 

მსგავსი სიახლეები