თუ "ტვ პირველის" მფლობელზე თავდასხმა დამტკიცდა, აშშ-მ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ნანუაშვილი
ორგანიზებული თავდასხმა "ტვ პირველის" დამფუძნებელზე - ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ის, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
ყოფილი ომბუდმენი აგრეთვე ამბობს, რომ თუ დანაშაული დამტკიცდა, აშშ-ს აქვს ბერკეტები, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
ის რომ აქამდე არ არის გამოძიება დაწყებული, ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, რეალურად მოხდა ისეთი რამ, რაც ხელისუფლებას არ აწყობს. ანუ,ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც აგრეთვე ვრცელდება ბოლო ორი დღის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლება, მსგავსი გამონათქვამებით, ხელს უწყობს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. აშშ-ს აქვს გარკვეული ბერკეტები იმისთის, რომ, თუკი დამტკიცდა მსგავსი დანაშაული, მან მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“. - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
"ტვ პირველის" დამფუძნებელმა პროკურატურას უკვე მიმართა.
გადაწყვეტილება ვატო წერეთელმა შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო.
"ტვ პირველის" დამფუძნებელი ყველა იმ დამნაშავის დასჯას მოითხოვს, ვინც გუშინ მასზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. ჯგუფური კრიმინალური ანგარიშსწორების ორგანიზატორი ანრი ოხანაშვილია. მასთან ერთად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ქუჩურ გარჩევაში ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.