მსურს, ამაღამ შევუერთდე პრაიდს და სოლიდარობა გამოვხატო ლგბტ საზოგადოების მიმართ - დეიმონ ვილსონი
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი სოლიდარობას უცხადებს ლგბტ საზოგადოებას მიმართ და აპირებს, რომ პრაიდს შეუერთდეს.
ვილსონის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს.
„გასული წლის 5 ივლისს, დიდი მწუხარებით ვადევნებდი თვალს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ჟურნალისტის დაღუპვას და პრაიდის გარშემო არსებულ გამოწვევას. ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს. მსურს, ამაღამ შევუერთდე პრაიდს და სოლიდარობა გამოვხატო ლგბტ საზოგადოების მიმართ. ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. ასე რომ ვამაყობთ, რომ ამაში ვმონაწილეობთ,“- აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.