ვახტანგ წერეთლის მოყოლილ ისტორიას მისივე თანამშრომლებიც არ იჯერებენ - პაპუაშვილი
თავდასხმა თავდასხმა "ტვ პირველის" დამფუძნებელზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ორი დღეა ზიზიღის კამპანია მიდის და არავინ დაინტერესებულა, რა მოხდა სინამდვილეში.
მისივე თქმით, არ აპირებს მსაჯულის როლის შესრულებას და აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი ფუნქცია.
„ჩვენ მოვისმინეთ ანრი ოხანაშვილის განმარტებები და მე როგორც ვაკვირდები, თავად „ტვ პირველის“ წარმომადგენლებსაც ეჭვი არ ეპარებათ ამ განმარტებებთან დაკავშირებით. ამავე დროს მოვისმინეთ ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ჩვენ ვხედავთ ისტორიას და ის, რომ ამას წინ არაფერი უძღოდა, არის ტყუილი. მე ის მიკვირს, ორი დღეა, ფაქტობრივად, მიდის ზიზღის კამპანია და არავინ დაინტერესებულა, რა იყო რეალური ისტორია და ეს არის აშკარა ტყუილი, რასაც ვახტანგ წერეთელი ჰყვება“. - აცხადებს პაპუაშვილი.