ვისაც აქვს სურვილი, რომ იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს - პაპუაშვილი

02.07.22 16:04
ვისაც აქვს სურვილი, რომ იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს - პაპუაშვილი

ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, ვისაც აქვს სურვილი, რომ იაროს ევროპისკენ ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი კვლავ რადიკალურ დღის წესრიგშია დარჩენილი.

გუშინ მოვისმინე რამდენიმე პოლიტიკოსის გამოხმაურება. სამწუხაროა, რომ კვლავ რადიკალური დღის წესრიგში არის დარჩენილი ზოგიერთი, თუმცა ვნახოთ ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ისინი ამ პროცესს შემოუერთდნენ, რა თქმა უნდა წინაპირობა იმის რომ იყოს თანამშრომლობა, არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, პირველი პუნქტი სწორედ ეს განსაზღვრა ევროკომისიამ, რომ ეს არის დეპოლარიზაცია, შესაბამისი გარემოს პირობის და კლიმატის არსებობა, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ, ეს გახლავთ ხელისუფლების პასუხიმგებლობა, რომ ეს 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, ვისაც აქვს სურვილი, რომ იაროს ევროპისკენ ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს" - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები