ჩემი ვიზიტის ნაწილია იმის გაგება, როგორ შეძლებს საქართველო, ევროპის ნაწილი გახდეს - დეიმონ ვილსონი
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტის და აღმასრულებელი დირექტორის დეიმონ ვილსონის თქმით, ის თბილისში მიმდინარე 20 ივნისის აქციას თვალს ადევნებდა.
ის ამბობს, რომ დიდებული იყო ქართველი ხალხის ნების ხილვა, რომ მათ სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ და მისი ვიზიტის მიზანია, გაიგოს, თუ როგორ შეძლებს საქართველო, ევროპის ნაწილი გახდეს.
„მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შევხვდე ოპოზიციას, ყველა საპარლამენტო პარტიას, აქ არსებულ პოლიტიკურ აქტორებს. სახლიდან ვუყურე წლევანდელ 20 ივნისს და თბილისში ხალხმა თქვა, რომ სურს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩვენი მომავალი ევროპის ნაწილია. ჩემი ვიზიტის ნაწილია იმის გაგება, როგორ შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური აქტორები, გამოიტანონ ქართველი ხალხის ნება, იყვნენ ევროპის ნაწილი. ამიტომაც გვქონდა ამდენი შეხვედრა დღეს IRI-ში. დღეს, ხვალ ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს კოლეგებთან.
მაწუხებს ხვალინდელი დღე, რა იქნება შემდეგი გზა და მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის გამო, რომელიც აბსოლუტურად მხარს უჭერს ევროპაში დემოკრატიულ მომავალს. ეს არის საწყისი იმ ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, რომელიც ხალხის ნებას აყალიბებს და ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი საქართველოს მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ვილსონმა.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი დღეს ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. დეიმონ ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარტია „გირჩის“, „დროას“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები გიორგი გახარია და ნათია მეზვრიშვილი.