"ოცნების" ტრიო - ტრიუკების ოსტატმა შეკვეთილიდან ახალი სპექტაკლი შეუკვეთა?!
ტრიოს პოლიტიკური გარბენი - საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც აღიარებენ, რომ ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარის ერთობას ისევ "ქართული ოცნება" აკონტროლებს.
"შაბათის ეთერმა" რეპორტაჟის მომზადებისას სამივე მათგანის ჩაწერა სცადა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავისუფალი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა ე.წ. ამბოხებული დეპუტატებისთვის, კომფორტის ზონა არ აღმოჩნდა.
მიხეილ ყავალაშვილისთვის ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაზე საუბარი, რა მიზანი ჰქონდა როცა "ქართული ოცნებისგან" თითქოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო.
სოზარ სუბარი ვითომ გამიჯვნის შემდეგ, პარლამენტში აღარ გამოჩენილა. მისი და ტრიოს კიდევ ორი წევრის სახელით მხოლოდ წერილები ვრცელდება, ამ წერილებში ვინ ივანიშვილს კარგად იცნობს მის ხელწერას ხედავს.
ტრიოს ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი, დიმიტრი ხუნდაძეა. ის იმიტირებული ამბოხების მეთაური პირველად არ არის. 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ, როცა ივანიშვილმა ხალხს და დასავლეთს პროპორციული არჩევნების პირობა მისცა, ცვლილებები სწორედ ხუნდაძემ ჩააგდო.
თითქოს "ოცნებიდან" წამოსული დეპუტატი დამოუკიდებელ მედიასთან საუბარს გაურბის, ღამით სახლში არ მიდის, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხოს.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტს აინტერესებდა, იყო თუ არა "ოცნებიდან" გამოყოფა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, ბოლო როდის ნახა და რა უთხრა ოლიგარქმა მის პირად ექიმს, რაც ტრიომ ე.წ. დამოუკიდებელი თამაში დაწყო, თუმცა დიმიტრი ხუნდაძეე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს არც საცხოვრებელ სახლში და არც სამსახურში არ დახვდა.
დეპუტატის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს უკანასკნელი საიდუმლო მისამართზე რჩება, რომ თავისუფალ ჟურნალისტებს არ გადააწყდეს.
რა ახალი სპექტაკლი შეუკვეთა, შეკვეთილიდან ტრიუკების ოსტატმა? - ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი