დადასტურებულია: რუსეთ-უკრაინის ომის პიკში, საქართველოდან სანქცირებულ ბელორუსში რადიოკავშირის სისტემები გაჰქონდათ
სკანდალი - რუსეთ-უკრაინის ომის პიკში, საქართველოდან სანქცირებულ ქვეყანაში, რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გაჰქონდათ.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ 1200 ამერიკული რაციის გადამცემი და მიმღები მოწყობილობა, საქართველოს გავლით ბელორუსში აღმოჩნდა.
ამ სკანდალის ეპიცენტრში კი საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების პარტნიორი კომპანია "კომუნიკომია".
"შაბათს ეთერის" ინფორმაცით, ამერიკულ სპეცსამსახურებს უკვე აქვთ დოკუმენტები, რომელის მიხედვითაც "მოტორალას" ბრენდის, 6 რადიოსადგური, რომელიც ციფრული კავშირისთვის გამოიყენება, ქართლმა კომპანიამ თბილისიდან ტაშკენტში გააგზავნა, თუმცა ეს ტვირთი სანქცირებულ ბელორუსში აღმოჩნდა.
"შაბათის ეთერი" ასაჯაროებს ქართული კომპანია "კომუნიკომის" მიერ რუსულ ენაზე შედგენილ ინვოისსაც. დოკუმენტში წერია, რომ 2022 წლის 28 მარტს, ქართულმა კომპანიამ ამერიკული რადიოკავშირის ბრენდის "მოტოროლას" ექვსი ციფრული კავშირის სადგური, უზბეკეთში რეგისტრირებულ, ფირმას მიჰყიდა. გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ მოპოვებულია საქართველოდან უზბეკეთში ამერიკული რადიოსადგურების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 მარტს ციფრული კავშირის ამერიკული სისტემები, თბილის საერთაშორისო აეროპორტის, ტერმინალ ლასარედან ტაშკენტში გაიგზავნა. მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, საბოლოოდ, 6 რადიოსადგურს, რომელიც 1200 რაციის მუშაობაზეა გათვლილი, სანქიცრებულ ბელორუსში უშვებენ.
ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი