პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების 17 წევრი დააკავა
რამდენიმე წუთის წინ, სამართალდამცავებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 17 პირი დააკავეს. რადიკალური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებს დღეს მთელი დღის გამავლობაში აპროტესტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.