ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული - მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ოხანაშვილსა და მგალობლიშვილს ციხე ემუქრებათ

02.07.22 20:02
ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული - მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ოხანაშვილსა და მგალობლიშვილს ციხე ემუქრებათ

"ქართული ოცნების" დეპუტატების ჯგუფური თავდასხმა "ტვ პირველის" მფლობელზე - "შაბათის ეთერმა" თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით, ანგარიშსწორების სავარაუდო სურათი აღადგინა.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის პირველი კომუნიკაცია, სტუმრების ზონაში მოხვდა. მედია მენეჯერს კომუნიკაცია ჰქონდა, ღონისძიებაზე მყოფ მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან და "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერ, გიორგი ვოლსკისთან. 

აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ, ვატო წერეთელი ინაცვლებს აშშ-ს საელჩოში გამოყოფილ მოსაწევ ზონაში, რომელიც დაახლოებით 25 მეტრითაა დაშორებული სტუმრების ზონიდან. პირველი კომუნიკაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, "ტვ პირველის" მფლობელის მისამართით, მიემართება დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია. ანრი ოხანაშვილმა სავარაუდოდ მისი თანაგუნდელების მობილიზება მოახდინა და ვატო წერეთლის მიმართულებით წავიდა. 

თვითმხილველთა თქმით, ვატო წერეთელთან პირველი მიდის ანრი ოხანაშვილი, "შუბლს შუბლზე ადებს" და რამდენიმე წამში სახეში სილას არტყამს. რის შემდეგაც ისმის "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას გინება, რომელიც ანრი ოხანაშვილთან ერთად იმყოფება. რაც შეეხება ბექა ოდიშარიას, ის გაშველებას ცდილობს. ანრი ოხანაშვილის მისვლიდან წამებში ვატო წერეთელთან მიდის ლევან მგალობლიშვილი და ზარქუას გინების ფონზე ხელს ურტყამს "ტვ პირველის" დამფუძნებელს. დეპუტატის მოქნეული ხელი ხვდება არხის აღმასრულებელ დირექტორს, ნანა აბურჯანიძეს. 

აღსანიშნავია, რომ ანრი ოხანაშვილის ქმედება დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კვალიფიცირდება, სახეზეა ჯგუფური ძალადობა. სასჯელი კი თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება ლევან მგალობლიშვილს, ის შეკვეთის მიმღები პირია, საქართველოს კანონმდებლობა კი გვეუბნება, რომ აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები