პუტინის უსაფრთხოების სამსახურის კადილაკი თბილისში (ფოტოები)
თბილისის სამთავრობო კვარტალში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ოფისის შესასვლელთან ტერიტორიაზე, რუსულნომრიანი ავტომობილები დააფიქსირეს.
ერთ-ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანზე აღნიშნულია - რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური, მეორეს კი აწერია ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.
ამერიკული "კადილაკი" თბილისსის ქუჩებში სამი დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოძრაობდა. მას შემდეგ, რაც ადგილზე "შაბათის ეთერი" კამერით გამოჩნდა, ავტომობილები სამთავრობო კვარტალიდან გაქრა.
დეტალების გარკვევას ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი ცდილობს