ევროინტეგრაციის ალტერნატიული გეგმა - ოპოზიცია პარლამენტში დახურულ შეხვედრას მართავს

03.07.22 17:20
ევროინტეგრაციის ალტერნატიული გეგმა - ოპოზიცია პარლამენტში დახურულ შეხვედრას მართავს

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

სხვადასხვა საკითხებზეა მსჯელობა, მათ შორის, რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიძლება იყოს, როგორ უნდა მოხდეს კოორდინაცია... ძირითადად საკოორდინაციო საკითხებია. ერთი არის სამოქალაქო სექტორის ინიციატივები, მეორე არის პოლიტიკური ძალების ინიციატივები, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური კოორდინაცია, რომ ერთმანეთის შევსება მოხდეს, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მესამე სექტორი მიერ წარდგენილ გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშNული "ლელოს" პოზისიასთან თანხვედრაშია. 

პოზიცია, რომელიც დღეს სამოქალაქო ორგანიზაციების და მოძრაობის მხრიდან იქნა გაჟღერებული, თანხვედრაში მოდის სრულად იმ ხედვასთან, რომელიც "ლელომ" ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა. ვითხოვდით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტშ დაბრუნებულიყო ეს ხლეისუფლება, ვინაინდა ეს იქნებოდა მათი მხრიდან საუკეთესო დემონსტრირება იმისა, რომ რამდენად არიან ისინი მზად, რომ გადადგან ნაბიჯები ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად, - თქვა ბუაძემ.  

მსგავსი სიახლეები