ძალოვნების სრული მობილიზაცია სამთავრობო კვარტალში
ძალოვანების სრული მობილიზაციაა სამთავრობო კვარტალში. ტრადიციულად სამართალდამცველების დისლოკაციის მთავარი ადგილები - პარლამენტის შენობა და მთავრობის ადმინისტრაციაა, თუმცა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის გარდა ძალოვანები ყაზარმულ მდგომარეობაზე ჰყავთ გადაყვანილი თბილისის ბაზებზეც.
დედაქალაქში შემოყვანილია დამატებითი ძალები რეგიონებიდან. მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და მძიმე ტექნიკა. მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. პოლიცია, პატრული, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი, გომელაურის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა უწყება დღეს საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
პარალელურად, პარლამენტთან, აქციაზე „შინ ევროპისკენ“ მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეების მიერ 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა რამდენიმე წუთში ამოიწურება. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.