"შინ ევროპისკენ" - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

03.07.22 20:08
"შინ ევროპისკენ" - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

მოვლენათა ეპიცენტრი დედაქალაქის მთავარი გამზირია - რუსთაველის გამზირზე აქცია "შინ ევროპისკენ" იწყება.  სრულად გადაიკეტა მთავარი გამზირი. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები. ახალგაზრდებს ხელში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ და სკანდორებენ, რომ "ირჩევენ ევროპას!". 

 „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ - აცხადებენ სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები.  აქციაზე პოლიტიკური პარტიებიც მივიდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ტრიბუნით ვერ ისარგებლებენ. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

აქციის მონაწილეების მიერ 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა რამდენიმე წუთში ამოიწურება. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ

მსგავსი სიახლეები