ყველა ევროპისკენ! - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების გზავნილი
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის სულისკვეთებას, ის ქართველი მეომრებიც უერთდდებიან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში, მტრის წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.
ქართველი მეომრების გზავნილი თბილისში მყოფმა ნადიმ ხმალაძემ გაახმოვანა, რომელიც ბრძოლის ვალიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
აქციაზე იმყოფებიან 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეებიც. ჯარისკაცები ამბობენ, რომ ქართველების ადგილი ევროპაშია. უკრაუნასა და საქართველოს კი საერთო მტერი - რუსეთი ჰყავს.