გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს - ლაშა ბუღაძე

03.07.22 20:39
გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს - ლაშა ბუღაძე

"შინ ევროპისკენ" - პროევროპული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ბუღაძის თქმით, პროტესტს იქამდე არ შეწყდება, ვიდრე საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს. 

არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მისი თქმით, მთელი კვირის განმავლობაში, როცა ისინი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ, ხელისუფლება მათ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს ახვედრებდა და კამპანიის ჩაშლას ცდილობდა. 

ჩვენს აბსოლუტურად კონსტრუქციულ, მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს, ხელისუფლებამ  ძალადობა, აგრესია, ხელოვნურად შექმნილი ობსტრუქციული ძალები დაუპირისპირა, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს რეგიონებში, თბილისში აბსოლუტურად გაუგებრად, სიძულვილითა და სწორედ პოლარიზებაზე ორიენტირებულობით ესხმოდნენ თავს. 

ჩვენ, ვინც მშვიდობიანად ვსაუბრობთ, გვაძახებენ, თითქოს ომი გვინდა. იმ ადამიანებს კი, ვინც ფიზიკურად და სიტყვიერად თავს გვესხმიან წარმოაჩენენ უსაფრთხოების გარანტორებად,“ - დასძინა ბუღაძემ. 

ულტიმატუმის ვადა იწურება - საქმოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლების თქმით,  ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის გადასაყენებლად დრო ღამის 12 საათამდე აქვს. 

ცნობილია, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, საერთო სახალხო მოძრაობა მოქმდების კონკრეტულ გეგმას გამოაცხადებს.

სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას მოითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები