აქციის მონაწილეები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, მოძრაობის გეგმის ერთი ნაწილი ნახევარ საათში დაიდება
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების თქმით, აქცია "შინ ევრიპისკენ" რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გაიმართება. სახალხო მოძრაობა სამოქმედო გეგმას ეტაპობრივად გაასაჯაროებს.
მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის ერთ ნაწილს აქციის ორგანიზატორები დაახლოებით ნახევარ საათში იტყვიან. დიღმელაშვილის განცხადებით, გეგმის სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ ჩანაფიქრის წარმატებას.
ხვალ დილით არის საქართველოს ეროვნული გამოცდები, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - ეს ეროვნული გამოცდა იქნება დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გზაში გეტყვით როგორ მივაღწევთ შედეგს. შეგიქმნით ყველა კომფორტს იმისთვის, რომ თქვენი აქ ყოფნა ღამე იყოს მაქსიმალურად გადასატანი, მაგრამ მგონი, შეგვიძლია ერთი ღამე გავათიოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ შეიძლება მერე ბევრი ღამის გათევა მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში, - განაცხადა დიღმელაშვილმა.