პირველი გადაწყვეტილება ცნობილია - რუსთაველიდან 3 000 ადამიანი "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებს
"შინ ევროპისკენ" გეგმის ნაწილი ცნობილია - როგორც გიორგი მშვენიერაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი - 3 000 ადამიანი, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისის ტერიტორიისკენ გადაინაცვლებს.
ერეკლე მეფის მოედანი აქციის პირველი დამოუკიდებელი კერა იქნება. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს, თბილისში მრავალი ასეთი კერა გაჩნდება.
ცნობილია, რომ აქცია არ წყდება პარლამენტთანაც - პროევროპული შეკრების მონაწილეთა დარჩენილი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან დარჩება.
საქმოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლების თქმით, ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის გადასაყენებლად დრო ღამის 12 საათამდე აქვს.
ცნობილია, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, საერთო სახალხო მოძრაობა მოქმდების კონკრეტულ გეგმას გამოაცხადებს.
სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას მოითხოვენ.