პროტესტის ეპიცენტრი კანცელარია ხდება - აქციის მონაწილეები ღამეს ღარიბაშვილის სამსახურთან გაათევენ
პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები ღამეს კანცელარიასთან გაათენებენ - როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა, განაცხადა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ისინი ორგანიზებულად, ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან გადაინაცვლებენ.
აქციის მონაწილეები დილით მთავრობის წევრებს დახვდებიან.
ამასთან, როგორც კანცელარიიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ადგილზე მობილიზება შეინიშნება, მიიტანეს რკინის ჯებირები.
სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვენ.