პოლიციამ პრემიერს მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელი გაუთავისუფლა

04.07.22 10:11
პოლიციამ პრემიერს მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელი გაუთავისუფლა

პოლიციამ აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიიდან გაიყვანა, საიდანაც შენობაში პრემიერი-მინისტრი შედის. ერთ საათში ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომას ატარებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალური შესასვლელი ევროპული კურსის დასაცავად ქუჩაში გამოსულ ხალხს აქვს დაკავებული.  ჩართულია სირენები, ისმის სასტვენის და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ გაბედა, რამდენიმე ათეული ადამიანის, პროტესტის თვალწინ ღირსეულად შესულიყო შენობაში. პოლიცია იძულებული გახდა, ამოვეყვანეთ ზევით, არც ერთი კანონი ჩვენ არ დაგვირღვევია, შესაბამისად, მათი ქმედება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, მედიაშა და სოციალურ ქსელებში არ გამოცენილიყო, როგორ შედის ღარიბაშვილი შენობაში პროტესტის ფონზე- აცხადებს სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დაჩი იმედაძე.

სხდომა ხმაურის და შეძახილების ფონზე ჩატარდება.

 არალეგიტიმურ  ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ, რომ უნდა წავიდეს!  - ეს სახალხო მოძრაობის პოზიციაა.

მსგავსი სიახლეები