,,სირცხვილია" მოსახლეობას საპროტესტო მუხტში ჩართვისკენ მოუწოდებს

04.07.22 10:40
,,სირცხვილია" მოსახლეობას საპროტესტო მუხტში ჩართვისკენ მოუწოდებს

თუ სახლში დავჯექით და ნიჰილიზმში ჩავიძირეთ, ეს რუსეთის ჭაობში ჩარჩენას ნიშნავს.- ,,სირცხვილია" მოსახლეობას საპროტესტო მუხტში ჩართვისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მჟავანაძის" განმარტებით, მათი პროტესტი არის არაძალადობრივი, ამიტომაც საჭიროა მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, რომ პოლიციამ პროვოკაცია და ძალადობა ვერ მოახერხოს.

სამოქმედო გეგმის გამოცხადებას საერთოდ არ ვჩქარობთ. ეს ძალიან მუშა და ცოცხალი პროცესია. ეს ვადები, რომელშიც ჩვენ ვოპერირებთ, არის საკმაოდ რთული, ამიტომ არ ვჩქარობთ რაიმე გეგმის დაანონსებას, ამას სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა.

ჩვენი პროტესტი აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არ არის წვრილ თემაზე წარმოქმნილი პროტესტი. ეს ეხება ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანს. 

თუ ვინმე დღეს საუბრობს მუხტის განელებაზე, თუ უბრალოდ ჩვენ სახლში დავჯექით და ნიჰილიზმში ჩავიძირეთ, ეს რუსეთის ჭაობში ყოფნას ნიშნავს. არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ რაიმე ტიპის პესიმიზმი გამოვხატოთ. ამიტომ მოვუწოდებ მოქალაქეებს გამოსვლისკენ.

აქ ახლა პროტესტზე 150 კაცი ვდგავართ და ჩვენს საპირწონედ 700 პოლიციელია, თუ ვიქნებით 10 ათასი, მაშინ აქ  ვერ გამოვა იმ რაოდენობის პოლიციელი, რომელიც ჩვენ ფიზიკური ძალით შეგვაკავებს. 

ჩვენ ვართ არაძალადობრივი პროტესტის მომხრე და არასდროს წავალთ რაიმე სახის პროვოკაციაზე. 

ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თითოეულ პროტესტში ჩაებნენ - აცხადებს ,,სირცხვილიას" ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ 150-მდე მოქალაქეა შეკრებილი. პოლიციამ ისინი კანცელარიის შესავლელიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, საიდანაც პრემიერი ღარიბაშვილი ესკორტით შედის.

მსგავსი სიახლეები