ეს იყო ადამიანური სისუსტის გამოვლინება -,,ოცნება" დიტო სამხარაძის გინებაზე
,,ქართული ოცნება" ხალხის მაგინებელი დეპუტატის ქცევას ადამიანური სისუსტის გამოვლინებად აფასებს. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს, რომ გამოხატვის ეს ფორმა მისაღები არაა და არც მმართველი პარტიის პოზიციას წარმოადგენს.
გამოხატვის ის ფორმა, რომელიც სამხარაძემ გამოიყენა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სასიამოვნო არ არის, არც მოსაწონი, თუმცა, მედიას არ უნდა ჰქონდეს იმის საფუძველი, რომ ეს განაზოგადოს, როგორც ,,ოცნების" საერთო პოზიცია.
ეს იყო ადამიანური სისუსტის გამოვლინება. არ იყო სასიამოვნო სანახავი ნამდვილად - ნგანაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი სამხარაძემ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს პარტიის ცენტრალური ოფისის აივნიდან აგინა.
სამხარაძემ ვიდეომასალა თავად გაავრცელა. გინების შემდეგ ის პარტიის წევრებთან ფიზიკურ დაპირისპირებას გეგმავდა, მაგრამ ოფისში ძალის გამოყენებით დაცვამ შეიყვანა.
კადრები ,,პირველების" კამერამ გადაიღო.
პარასკევს ,,ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია უნდა დაიწყოს და ოპოზიციისგან მწვავე განცხადებების შეწყვეტას მოითხოვდა.