სანქციები ივანიშვილს- მთავრობის კანცელარიასთან პლაკატები გაშალეს

04.07.22 11:08
სანქციები ივანიშვილს- მთავრობის კანცელარიასთან პლაკატები გაშალეს

სანქციები ივანიშვილს- ცოტა ხნის წინ აქციაზე ამ შინაარსის პლაკატი გაშალეს.  მთავრობის კანცელარიასთან
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შენობა პოლიციის ალყაშია.

ინგოროყვას ქუჩაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული,  შიდა პერიმეტრს კი  სპეცდანიშნულების რაზმი აკონტროლებს.

ღარიბაშვილს მუშაობა დღეს ხმაურის ფონზე მოუწევს-  მთავრობის ადმინისტრაციიის შენობასთან ახალ-გაზრდების აქციააა.  ევროპული კურსის დასაცავად ქუჩაში გამოსული ადამიანები პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

ეს არ არის ბრძოლის დასასრული, ეს დასაწყისია, ჩვენ თუ ინდივიდუალურად ძალისხმევა არ გავწიეთ, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოვიქნევთ და ავტორიტარიზმი დასრულდება. ეს ყოველდღიური ბრძოლაა! - თქვა ,,სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა. 


 

მსგავსი სიახლეები