ყველაფრის მოთავე და ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობაა" - სარჯველაძე პროდასავლურ აქციაზე

04.07.22 11:37
ყველაფრის მოთავე და ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობაა" - სარჯველაძე პროდასავლურ აქციაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, გუშინ დედაქალაქის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხალხის სახელით შენიღბა. მისი თქმით, პროტესტი დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან საზოგადოება მალე მიხვდება, რომ აღნიშნული აქციების ავტორი და ორგანოზატორი სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა". 

თავიდანვე რომ სახელი რქმეოდა ამას, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რაღაცნაირად საკუთარი მიზნისთვის გამოყენებისთვის განკუთვნილი აქტივობა, ასე შემთხვევაში, საზოგადოების მხარდაჭერა ამას არ ექნებოდა. რასაკვირველია, როდესაც საუბარი გვაქვს ნამდვილ სახეზე და ნიღაბზე, ბუნებრივია, ასეთ დროს, დიდხანს ვერ შენარჩუნდება ამის მკაფიოდ გამიჯვნის შესაძლებლობა და გარკვეულ ეტაპზე ყველასთვის ყველაფერი ცხადი ხდება. ამ მოვლენას ვადევდნებდი თვალს, მაგალითად, გუშინ, ამ ტენდენციას, რომელიც 20 ივნისად დაიწყო და დღევანდლამდე გრძელდება. რეალურად, საზოგადოება ხვდება, რომ ამ ყველაფრის მოთავე, ორგანიზატორი, მსურველი, განმახორციელებელი არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, - ამბობს სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები