"ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის" - დიტო სამხარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტებს აგინა, საკუთარ საქციელს არ ნანობს და მიიჩნევს, რომ გინების ადრესატებს კიდევ უფრო მეტიც ეკუთვნოდათ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია, - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ "ქართული ოცნების" ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს აგინა. ივანიშვილის გუნდის იდეოლოგი, წყობიდან ისე გამოვიდა, რომ როსტომ მეფის სასახლიდან გამოვარდა და უშვერი სიტყვებით იგინებოდა.
საბოლოოდ, აგრესიული დეპუტატი შენობაში დაცვამ შეიყვანა.