საპროტესტო მუხტს სასარგებლო იდიოტების როლში აქრობენ - ,,გირჩი" ,,სირცხვილიას" უპირისპირდება
,,გირჩი" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სირცხვილიას" უპირისპირდება - ოპოზიციის ნაწილი სამოქალაქო აქტივისტებს მიტინგების დაშლაში ადანაშაულებს და აქციების ორგანიზების დროს დაშვებულ შეცდომებებზე მიუთითებს.
სანდრო რაქვიაშვილმა ,,სირცხვილიას" წევრები საპროტესტო მუხტის ჩახშობაში დაადანაშაულა.
იმდენად ბევრი შეცდომა და დაუშვებელი ქმედებები იყო გაკეთებული ორგანიზატორების მხრიდან, ამიტომ ერთ-ერთი, რაც უნდა გააკეთონ, უნდა შეეშვან აქციების ორგანიზებას და უბრალოდ აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს.
როგორც ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან, ისე ,,სირცხვილია" უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას, რადგან ჩემი აზრით, ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო გაკეთებული ამ აქციის დრის და ფაქტობრივად გამოვიდა, რომ 100 ათასიანი მიტინგი დაიყვანეს 15 აქტივისტამდე, რომელიც რაღაცას ყვირის კანცელარიასთან- განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
,,გირჩის" მეორე ლიდერი, იაგო ხვიჩია, კი არასამთავრობო ორგანიაზაციას სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
აქცია იყო წარმატებული იმ თავლსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100 ათასიანი მიტინგიდან 10 წუთში არაფერი დარჩენილიყო, ეს ორგანიზატორებს კარგად და წარმატებულად გამოუვიდათ.
რამენაირად ეს ხალხი მიტინგებში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. ჩამოვაგდოთ იმ სცენიდან, რადგან ნებისმიერ საპროტესტო მუხტს სუს-თან შეთანხმებით, თუ მის გარეშე, სასარგებლო იდიოტების როლში აქრობენ.
ამიტომაც ამოცანა მდგომარეობს შემდეგში, რომ ასეთი ხელისშემშლელი ელემენტებისგან გავათავისუფლოთ აქცია. - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.