დავიშალოთ დღეს, ვერ შედგა მთავრობის სხდომა - დიღმელაშვილი
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულებულია - როგორც მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა, განაცხადა, მთავრობას მომავალშიც შეაწუხებენ.
ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ვერ ვხედავთ ღარიბაშვილს. სამაგიეროდ, ვხედავთ ბევრ პოლიციელს. ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა. არაძალადობრივი პროტესტის ფარგლებში არ მივცეთ მათ შესაძლებლობა, იმავნებლონ.
ჩვენ ჩვენი კამპანია ჯერ კიდევ მაისში დავიწყეთ, შინ ევროპისკენ კამპანია, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ადვოკატირებას, შეხვედრებს მიზნობრივ ჯგუფებთან. დავიშალოთ, დღეს ვერ შედგა მთავრობის სხდომა, ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია", - განაცხადა დიღმელაშვილმა აქციის დასასრულს.