„ქართული ოცნება“ პოლარიზაციასა და შიშზე დგას - ნიკა ფარულავა

04.07.22 13:14
„ქართული ოცნება“ პოლარიზაციასა და შიშზე დგას - ნიკა ფარულავა

„ქართული ოცნება“ პოლარიზაციასა და შიშზე დგას, - ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მართველი გუნდის დეპუტატის, დიტო სამხარაძის, მიერ სამოქალაქო აქტივისტების გინების ფაქტს.

ფარულავას თქმით, სამხარაძემ აგინა ყველა იმ ადამიანს,  ვინც დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოა. 

ეს გინება, რეალურად და ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები მიმართული იყო თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც 20 ივნისს, 24 ივნისს, გუშინ აქციაზე, თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი და შეიძლება, არ გამოდის საპროტესტო აქციებზე, ამ ხელისუფლების მიმართ...

დიმიტრი სამხარაძემ ეს ვიდეო თავად გადაიღო და თვითონ დადო, თითქოს ძალის დემონსტრირება და ისევ საზოგაოდების დაპირისპირებამდე მიყვანა და შუღლის გაღვივება. კი, „ქართული ოცნება“ დგას პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და შიშზე. ეს არის მათი ძალაუფლების საყრდენი, - ამბობს ნიკა ფარულავა. 

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ, "ქართული ოცნების" ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს აგინა. ივანიშვილის გუნდის იდეოლოგი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ როსტომ მეფის სასახლიდან გამოვარდა და უშვერი სიტყვებით იგინებოდა. 

საბოლოოდ, აგრესიული დეპუტატი შენობაში დაცვამ შეიყვანა.

 

მსგავსი სიახლეები