ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა 14:00 საათზე ჩანიშნა
აქციამ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს, ხელისუფლებას გეგმები შეუცვალა. პრემიერმა მთავრობის სხდომა, რომელიც დღის წესრიგის მიხედვით 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, დღის 2 საათზე ჩანიშნა.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, რომ ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომა გადადო. პირველად ეს იყო ნიკა მელიას განაჩენის გამოცხადება, მეორე-ევროკავშირის რეზოლუციის მიღება და დღეს, პროევროპული აქცია კანცელარიასთან.