"ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა" - რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე

04.07.22 13:11
"ლიბერასტების პოლიტიკური  კვნესა" -  რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე

აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპულ აქციას "ლიბერასტების პოლიტიკური  კვნესად" აფასებს. მისი თქმით, კონკრეტული ჯგუფის ახირებების დაკმაყოფილებას ხელისუფლება არ აპირებს. 

გამიჭირდება შეფასება, ალბათ ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს, - ამბობს რიჟვაძე. 

მსგავსი სიახლეები