"ბაკურიანის გეგმა ჩავარდა"- კობახიძე პროდასავლურ აქციას პოლიტიკურად მართულს უწოდებს
"ქართული ოცნება" მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ლიდერებს და რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკურად მართულს უწოდებს.
"ბაკურიანის გეგმა ჩავარდა, მას აღსრულება არ უწერია"- აცხადებს კობახიძე.
გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებს საქართველოში არეულობის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას, ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ"- აცხადებს კობახიძე.
მისივე განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ".
ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოპოზიცია "ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობს".
გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის.
გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ ხალხის მხარდაჭერა.
,,ნაციონალური მოძრაობა", მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა "სირცხვილია" და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე"- ამბობს კობახიძე.