ზურაბიშვილს ეწყინა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა - კობახიძე

04.07.22 14:28
ზურაბიშვილს ეწყინა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "სალომე ზურაბიშვილს როგორც ჩანს, ოპოზიციის წარუმატებლობა ეწყინა". 

როგორც ჩანს, მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა. სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ, მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერაფერს ვერ გეტყვით, ვერ გიპასუხებთ, შეგიძლიათ ,ჩაეკითხოთ, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს ვერ გეტყვით.

ერთადერთი, რაც მან გამოხატა, ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. ეწყინა მათი წარუმატებლობა", - განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძისეულ და რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან საერთო არ აქვს -განაცხადა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა.  

მსგავსი სიახლეები