ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერია ნათქვამი - კობახიძე სამხარაძეს იცავს
საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით არის ყველაფერი ნათქვამი, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თანაგუნდელის, დიმიტრი სამხარაძისჯ აგრესიულ ქმედებას, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტებს აგინა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე თავს ისევ ოპოზიციას და მედიასაშუალებებს ესხმის და ამტკიცებს, რომ ბილწსიტყვაობა და უხამსობა "ნაცმოძრაობის" და პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.
დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, მან საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით არის ყველაფერი ნათქვამი.
რაც შეეხება უმხამსობას, მათ შორის, ტელეეთერებში, ბილწსიტყვაობას, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის, ვგულისხმობ ,,ნაცმოძრაობას" და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი მთავარი პიარული ხაზი.
ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, წლების მანძლზე, განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, მითუმეტეს, ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენა და ამას აკეთებთ თქვენ. ამას კეთებს თქვენი პარტია და ამას აკეთებთ თქვენ - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, "ქართული ოცნების" ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს აგინა. ივანიშვილის გუნდის იდეოლოგი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ როსტომ მეფის სასახლიდან გამოვარდა და უშვერი სიტყვებით იგინებოდა.
საბოლოოდ, აგრესიული დეპუტატი შენობაში დაცვამ შეიყვანა.