"რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს"- კობახიძე სამოქალაქო აქტივისტებზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა წააგეს, რადგან მთავრობის სხდომა ტარდება.
რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს, - ამბობს კობახიძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
არ ვიცი, საერთოდ ინფორმაცია არ მაქვს, როდის უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო სხდომა. ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებას. ტარდება 2 საათზე. რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის სხდომა, რომელიც 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, ღარიბაშვილმა 14:00 საათზე გამართა.