ევროკავშირის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცების" თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ დეკემბერში, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა, ეს არა მთავრობის, არამედ ოპოზიციის ბრალი იქნება.
ივანიშვილის ტრიოს დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას კობახიძე შედარებით მოზომილი იყო და თქვა, რომ EU-ს გადაწყვეტილება არც დეკემბერში იქნება ექსპერტული:
წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში, საქართველოს პირველ რიგში მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკრაინას, მოლდოვას. თუმცა, გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება და არც დეკემბერში იქნება ექსპერტული გადაწყვეტილება. ანუ ობიექტურში ვგულისხმობთ ექსპერტულ დასკვნას. თუ იქნება ასეთი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ როგორი იქნება ის.