რაც არ უნდა იყოს ოპოზიციის ქმედება, ვიმოქმედებთ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე - ირაკლი კობახიძე

04.07.22 15:24
რაც არ უნდა იყოს ოპოზიციის ქმედება, ვიმოქმედებთ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე - ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე დასავლური კურსის შეფერხებისთვის პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ხელს ოპოზიციისკენ იშვერს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები უპასუხისმგებლოდ მოქმედებენ, მაგრამ მთავრობა მათ ქმედებებს დაუპირისპირებს რაციონალიზმს და შეუდგება 12 პუნქტის შესრულებას, რათა ევროკავშირმა ქვეყანას სტატუსი მიანიჭოს.

ამ ადამიანებმა გამოთქვეს რაღაც პესიმისტური მოლოდინი ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს თავისი საფუძველი, ამგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. 

ჩვენ ის გვაინტერსებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით 12 პუნქტის შესრულებისას, რასაც გავაკეთებთ.

ჩვენ არ გვაინტერესებს, მოლოდინები პესიმისტური უნდა იყოს, თუ ოპტიმისტური. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიმოქმედებთ საკუთარი პასუხისმგებლობისგან გამომდინარე, როგორიც არ უნდა იყოს ოპოზიციის ქმედებები.

ჩვენ კეთილსინდისიერად, სათანადოდო შევასრულებთ 12 პუნქტს, თუ იქიდან იქნება ობიექტური შეფასება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

მსგავსი სიახლეები