სამთავრობო ცვლილები არ იქნება - ,,ოცნება"

04.07.22 16:47
სამთავრობო ცვლილები არ იქნება - ,,ოცნება"

"ქართული ოცნების" მტკიცებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იქნება. ღარიბაშვილის გუნდი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბექა ოდიშარია კულტურის მინისტრი ხდება.

თუ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ თეა წულუკიანი არ იცვლება, მისი კანდიდატურა არც განათლების მინისტრის თანამდებობაზე განიხილება და არც დიპლომატიურ სამსახურში.

"ოცნების" თავმჯდომარე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკს" უწოდებს.

ასეთი ფეიკები, ადრე იყო რეიტინგებზე საუბარი, ახლა სამთავრობო ცვლილებებზე, არის სასოწარკვეთილების გამოხატულება. 

გუშინ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა რადიკალური ოპოზიცია თავისი არხებითა და ენჯეოებით. ასეთი ფეიკები ვრცელდება ყველაზე ხშირად სწორედ მაშინ, როცა ოპოზიცია სასოწარკვეთილეშია გადავარდნილი. - აცხადებს ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები