თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე - ჯაფარიძე - წერეთლის საქმის განხილვა გრძელდება

04.07.22 17:39
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე - ჯაფარიძე - წერეთლის საქმის განხილვა გრძელდება

სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე - ჯაფარიძე - წერეთლის საქმის განხილვა გრძელდება. მოსამართლე
მერაბ ჯორბენაძე  დაცვის შესავალ სიტყვას ისმენს.

 პროცესს მხოლოდ ავთანდილ წერეთელი ესწრება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში არ მივიდნენ.

დღეს დაცვის მხარეს პირველად მიეცა საშუალება, სააპელაციო სასამართლოსთვის დეტალური განმარტება გაეკეთებინა ბრალის შესახებ, რადგან წინა სხდომები ან ძალიან მალე დასრულდა, ან დაიხურა.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა ისაუბრა მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, მოწმეთა ჩვენებებზე, რომელიც საქმეში დევს. დაახლოებით 30-ზე მეტია ასეთი ჩვენება. 

ადვოკატის განცხადებით, თითოეული მოწმის ჩვენება ადასტურებს ავთანდილ წერეთლის, ასევე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უდანაშაულობას.

სასმართლომ მამუკა ხაზარაძეს "თი ბი სი" ბანკიდან დივიდენდების აღება რამდენიმე დღის წინ აუკრძალა.  ეს ყველფერი კი სასამართლომ ბანკის ახალი აქციონერის სარჩელის საფუძველზე გააკეთა.

როგორც ირკვევა, ახალი განჩინების თანახმად, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ახლა 30 მილიონის მისაღები დივიდენდები დაყადაღებული აქვთ. მათ ეს თანხა ივლისში უნდა მიეღოთ.  

ბიზნესმენი, რომელმაც  ბანკის აქციები ინავარში, 6 თვის წინ  შეიძინა, ამტკციებს, რომ 14 წლის წინ მიყენებული ე.წ. ზიანი ხაზარძე-ჯაფარიძემ ახლა უნდა აუნაზღაუროს.

 

 

მსგავსი სიახლეები