დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია - ოპოზიცია ევრკომისიის საშინაო დავალებაზე მსჯელობს
დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - საპარლამენტო ფრაქციები ევროკომისიის 12 პუნქტიან საშინაო დავალებაზე მსჯელობენ. საკანანონმდელო ორგანოში ოპოზიციის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ხელისუფლების ოპონენტები ხაზ უსვამენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი გეგმა, მხოლოდ დროის გაყვანაა და დღის წესრიგში საკუთარ გეგმას დააყენებენ.
ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან კონკრეტულ მექანიზმებზე ახლა, რა ფუნქცია გვაქვს ჩე ოპოზიციას და ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მთელი რიგირ კანონების და პაკეტების, რომელიც სასწრაფოდ, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, არ დაგვავიწყდეს, სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომაზე შესაძლებელია სესიაზე მიღებული იქნას. არ სჭირდება ამას განსაკუთრებულად გაწელვა და იქ რაღაცა ტყუილები, - ამბობს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნება" კი ისევ ცდილობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში კონსტრუქციული გამოჩნდეს და ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის და თუკი ოპონენტები ღირებულ არგუმენტებს წარმოადგენენ, ისინი ამას გათვალისწინებენ.
რა თქმა უნდა, რაღაცეებშ ერთამნეთს დავეთანხმებით, რაღაცეებში შეიძლება ვერ დავეთანხმოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ღია გამჭვირვალე დისკუსია, როდესაც არგუმენტყები იქნება წარმოდგენილი და საზოაგდოებას ექნება საბოლოო ჯამშ, საკუთარი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ვინ იყო პროცესისი განმავლობაშ გულწრფელი, ვინ იყო უფრო მყარი საკუთარ გადაწყვეტილებებში და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.