დასრულდება "ოცნება" და გაქრება "პოლიტიკოსი" კობახიძე - მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ "პოლიტიკოსი" ირაკლი კობახიძე, იმ წამსვე გაქრება, როგორც კი "ქართული ოცნება" დამარცხდება.
ოპოზიციონერის განცხადებით, კობახიძე ხელისუფლებაში "გაწყობილ პირმარილზე" მივიდა:
ირაკლი კობახიძე პოლიტიკურად ვერ შედგა, მისი გამოსწორების შანსი არის ნოლი. ის სახეელისუფლებო სტრუქტირებში პირდაპირ, გამზადებული, გაწყობილ პურმარილზე მივიდა. დაღმავალი საფეხურით მიდის, დასრულდება "ქართული ოცნება" და გაქრება "პოლიტიკოსი" კობახიძე"- აცხადებს დუმბაძე.
რაც შეეხება კობახიძე-ზურაბიშვილის დაპირისპირებას, დუმბაძის თქმით, მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილს შეურაცხყოფა ჯერ კიდევ მაშინ მიაყენა, როცა საარჩევნო ბილბორდზე "ოცნების" კაცი ლიდერების ფინზე მხოლოდ მისი სახელი იყო გამოფენილი.
ბილბორდებზე იყო მამაკაცების სურატბი გამოკრული, გვარი და სახელი კი ეწერა სალომე ზურაბიშვილის. ეს არის ღირსების აყრა. მე მას პრეზიდენტად არ ვთვლი"- დასძინა პოლიტიკოსმა.