"ოცნება" ღრმა კრიზისშია, პარტია კობახიძის ამარა დარჩა - ეკა ბესელია
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველ პარტიაში ღრმა პოლიტიკურიო კრიზისია. მისივე განცხადებით, გუნდი ირაკლი კობახიძის ამარა დარჩა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ენმ-ს მხარდამჭერად გამოცხადებას, პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძის განცხადებას ფანტაზიას უწოდებს:
პრეზიდენტის დადანაშაულება, რომ ისიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაზე შორს მიმავალ ფანტაზიასაც კი შეიძლება სცდებოდეს. კრიზისის სიღრმეს და მასშტაბს აჩვენებს ის, რომ მმართველი პარტია დარჩა კობახიძის ამარა. ეს ადამიანი, უნდა გადამალონ და საერთოდ მოაშორონ კამერებს, თუმცა ვხედავთ სხვა რეალობას"- თქვა ბესელიამ.