,,ოცნებამ" პრეზიდენტი სააკაშვილის პარტიის მოკავშირედ გამოაცხადა - ზურაბიშვილი დუმს
საქართველოს პრეზიდენტი დუმს და მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს მმართველი პარტიის ბრალდებებს - ირაკლი კობახიძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ,,ნაცმოძრაობის" მოკავშირედ დაასახელა. ,,ოცნების" თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილი რევოლუციის გულშემატკივრობაში დაადანაშაულა. მმართველი პარტიის ლიდერმა ისიც კითქვა, რომ პრეზიდენტს ეწყინა რომ " რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა".
მან გამოხატა წყენა, რომ გუშინდელი აქცია ოპოზიციას ჩაუვარდა. სხვა კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს პრეზიდენტზე.
დღეს დილიდან ,,პირველები" ცდილობდა პრეზიენტის განმარტებების მოსმენას, თუმცა ის სასახლეშიც არ წასულა და მთელი დღეა სახლშია.